top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

ანუკი ცაავა - 21-ე საუკუნის რომეო და ჯულიეტა

Updated: Apr 4, 2020


ფოტო : ნანუკა ჯაფარიძე



პირველი მოქმედება

ზაფხულის ერთი წვიმიანი საღამო. შორს, მანქანის ფარის შუქზე მოსჩანს ორი ბიჭი, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯებით მიაბიჯებენ რომ თავი შეაფარონ წვიმას. ამ დროს ისმის ყვირილი. ქუჩის შესახვევში ჩნდება რამოდენიმე ადამიანი. კამათობენ. კამათი მაშინვე ჩხუბში გადაიზარდა. იქვე მდგომი დანარჩენი ბიჭები იწყებენ მათ გაშველებას. წვიმისგან თავის შესაფარებლად მიმავალი ორი ახალგაზრდაც მაშინვე მივარდნენ დასახმარებლად. მოჩხუბართაგან ერთს ჯიბიდან დანა უვარდება. დასახმარებლად მივარდნილი ერთ-ერთი ბიჭი ხვდება რა უბედურება შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას და ცდილობს დროულად აიცილოს თავიდან. დასტაცებს დანას ხელს და უნდა შორს მოისროლოს რომ სიბნელეში ვერავინ ნახოს. ისაა ხელი მოჰკიდა, უნდა ისროლოს როცა უკნიდან მივარდა ერთი ბიჭი და უყვირის!   „ჩემი დანა დროზე მომ...“   - და ამ  დროს უცებ ხმა წყდება... გული... გულში... მტკივა... მცივა...

სასწრაფო.

პოლიცია.

გამოძიება...  ერთი გარდაცვლილი...

ადვოკატმა განაჩენი გამოიტანა. ბიჭი რომელსაც მკვლელობა ბრალდებოდა უდანაშაულოა. ამის გარკვევაში გამოძიებას ჩხუბის საღამოს მაღაზიის ვიდეო კამერის ჩანაწერი დაეხმარა, სადაც  ნათლად ჩანდა თუ ვისი ჯიბიდან ამოვარდა დანა და როგორ შემთხვევით აღმოჩნდა მისაშველებლად მივარდნილი  ბიჭი უდანაშაულო მსხვერპლი.

მეორე მოქმედება

საღამო ხანია. ჯულიეტასთნ მისი მეგობრები შეიკრიბნენ. იცინიან, ერთობიან, უყურებენ ძველ ვიდეო ჩანაწერესბს. ერთ-ერთი ვიდეოს დროს მათი სახიდან მხიარულება იკარგება და მათ სევდა  იპყრობთ. ვიდეოში ჯულიეტა თავის ბიძაშვილთან ერთადაა რომელიც უკვე ოთხი წელის გარდაცვლილია. ჯულიეტას თვალებზე ცრემლები ადგება. „მენატრება“... ცრემლებს იწმენდს. ის, ის კი თავისუფალია, სუნთქავს, ქუჩაში მშვიდად დადის. ნეტა ერთხელ მენახა ვეტყოდი როგორ მძულს!  ვეტყოდი როგორი ამაზრზენია! ნეტა მაშინ მეთქვა როცა ამის შესაძლებლობა მქონდა! მაგრამ არა! არ მინდოდა მკვლელისთვის თვალებში ჩამეხედა! შემთხვევით მოხდაო, უბედური შემთხვევა იყოო...  ცინიკურად ჩაიცინა ჯულიეტამ. სიჩუმეა...

- ჯულიეტა საღამოს  ნუ გავიფუჭებთ. მოდი კლუბში წავიდეთ, გავერთოთ  და ყველაფერი დავივიწყოთ.

- მართალი ხარ! მგონი ასე აჯობებს. წავიდეთ!

უკვე შუადღეა. ჯულიეტამ და მისმა მეგობრემა მხოლოდ ახლა გაიღვიძეს. კლუბიდან გვიან მოვიდნენ და თან დაღლილები იყვნენ.

- შეამჩნიე როგორ მიყურებდა?

- რომელი? ქერა?

- ხო, ცისფერი თვალები აქ J

- მგონი რაღაც დაიწყო არა ჯულიეტა?  

- არ ვიცი, ვანხოთ J

უცებ ჯულიეტა შეკრთა.

- რა იყო ჯულიეტა? ფერი არ გადევს კარგად ხარ?            

ჯულიეტა უსიტყვოდ წაიქცა, მაგრამ გონს მალე მოვიდა.

-ალბათ გუშინდელის ბრალია, გადაიღალე.

-ხო ალბათ, აბა სხვა რა უნდა იყო.


 მესამე მოქმედება

-დედა დღეს გავდივარ, შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს

 -სად მიდიხარ?

 - რომეოსთან ერთად რესტორანში, მეგობრებიც იქნებიან

 -რომეო? გაეცინა დედას. - ეს ის არი ხო კლუბში რო გაიცანი?

 - კი ეგაა

 - არ მეგონა თუ ეგ ურთიერთობა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. უკვე 5 თვეა არა?

 - არა 6  ჩაიცინა ჯულიეტამ და ოთახიდან გავიდა

- რომეო აბა მეგობრებიც იქნებიანო?

- გადავიფიქრე, მარტო  ჩვენ! მე და შენ სამყაროს წინააღმდეგ!

- რომეო რა სამყაროს წინააღმდეგ  რას ამბობ?

- არაფერი ვიხუმრე.

ბევრი ისაუბრეს... საღამო ძალიან მშვიდი ჩანდა.

- რომეო იცი ძალიან მიყვარხარ!  რომეოს გაეცინა...

- მეც მიყვარხარ! ძალიან!

- გენდობი. არ მინდა ჩვენ შორის რამე საიდულმო არსებობდეს და ვიცი რომ ასეც არის

სიჩუმეა...

- ჯულიეტა იცი?? იცი რაღაც უნდა გითხრა

- მითხარი, გისმენ

- გთხოვ ბოლომდე მომისმინე

- კარგი გისმენ აბა დაიწყე

- ჯულიეტა იცი არის ერთი რამ რაც შენ არ იცი

- არ ვიცი?? ანუ საიდუმლო? წეღან მაგაზე არ ვლაპარაკოდით რომ ჩვენ შორის არ უნდა იყოს საიდულმო?

- ხო ვლაპარაკოვდით, მომისმინე გთხოვ...  იცი... იცი მე  ადამიანი შემომაკვდა... ეს ჩემი ბრალი არ იყო. სასამართლომ  მე გამამართლა. მას დანა შემთხვევით მოხვდა. ჩხუბობდნენ და მათი გაშველება მინდოდა

       ჯულიეტას  რაღაცის თქმა უნდოდა, ამბობდა კიდეც თითქოს მაგრამ ჩურჩულით. რომეოს მისი     ხმა არ ესმოდა.

- ჯულიეტა რა გჭირს? კარგად ხარ? წყალი ხო არ გინდა?

ჯულიეტამ მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოასწრო „ცუდად ვარ“ და გული წაუვიდა.

გონს მოსულმა რომეოს შეშინებული თვალები დაინახა რომელიც ვერ მიმხვდარიყო რა სჭირდა ჯულიეტას

- რომეო ეს როდის მოხდა?

- რა როდის მოხდა ჯულიეტა?

- ადამიანი შემომაკვდაო.. დანა შემთხვევით მოხვდაო.. როდის იყო ეგ?

- ჯულიეტა რა დროს ეგ არი ცუდად ხარ სახლში წაგიყვან

- გთხოვ მითხარი ეგ როდის მოხდა?!

- 4 წლის წინ, რატო  გაინტერესებს?

ჯულიეტას ცრემლები წასკდა... 

- სახლში მინდა... უნდა წავიდე... უცებ  წამოხტა, გარეთ გავარდა, ტაქსი გააჩერა. რომეო გაეკიდა ვერ ხვდებოდა რა სჭირდა ჯულიეტას. 

- ჯულიეტა დამელოდე,  სად მიდიხარ?

- რომეო გთხოვ... მე თვითონ დაგირეკავ! და წავიდა.

ატიერბულმა ჯულიეტამ სახლში ყველა შეაშინა,  არაფერი უთქვამს...  ცდილობდა დაძინებას მაგრამ ფიქრები არ აძინებდა.  სძულდა ის? ეშინოდა მისი? არა!!!  ის ძალიან უყვარდა!  ახლა დაიჯერა რომ ყველაფერი მართლაც უბედური შმეთხვევა იყო... მისი საყვარელი რომეო ადამიანს არ მოკლავდა!  ჩაეძინა...


მეოთხე მოქმედება

გათენდა.

სახლში ყველაფერი გაერკვიათ...

-ჯულიეტა არ გრცხვენია?

-რატო მამა?

-მეკითხები კიდეც? მასთნ როგორ მეგობრობ? მან შენი ბიძშვილი მოკლა! უნდა გძულდეს!

-ვმეგობრობ?! არა  მე ის მიყვარს!!!

-ჯულიეტა ის მკვლელია!

-მკვლელი?! რას ამბობ არა! არ მოუკლავს შემთხვევით მოხდა! არ უნდოდა!

-შენ რა იცი?

-ვიცი! მიყვარს! ვუყვარვარ! მჯერა მისი! ვენდობი! ის უდანაშაულოა!

- იცოდე გუშინ ბოლოჯერ ნახე!

- არა! მიყვარს!

-ჯულიეტა!

- არაა! მიყვარს! მიყვარს!  და ჯულიეტას გული წაუვიდა...

 - ჯულიეტა!  ასე უკვე მერემდენედ ხდება! რა სჭირს? სავადმყოფოში ჩქარა!

ჯულიეტა გონზე მოდის.

- დედა, მამა რა ხდება? რა სახეები ჩამოგტირით?

- არაფერი შვილო. კარგად იქნები!

- კარგად ვიქნები? კარგად ვარ არაფერი არ მჭირს.

- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!

- რაზე მელაპარაკებით? არაფერი არ მესმის


მეხუთე მოქმედება

- რომეო რა ხდება?

- ცუდადაა მე ვჭირდები!

- ჯულიეტას? რა სჭირს?

- გულის ოპერაცია უნდა გაუკეთონ... დონორი სჭირდებათ

- მერე?

- მერე მე ვიცი ერთი ვინც უსიტყვოდ დათანხმდება

- რაზე უსიტყვოდ?

- დონორობაზე?

- ვინ?

- მე

- შენ?

- ხო მე!

- გაგიჟდი?!

- რა შუაშია?! გული სჩირდება! ჩემს გულს მივცემ!

- მერე შენ?

- მერე მე მასში ვიცოცხლებ!

საავადმყოფოში მისულ რომეოს ჯულიეტას დედამ სიძულვილისა და შურისძიებით აღსავსე თვალების ნაცვლად სევდიანი  და მადლიერი თვალები მიაპყრო...

-ჯულიეტა რომეო აქაა

- სად? შემოვიდეს!

-ჯულიეტა როგორ შემაშინე!

-არაფერია, ოპერაციას გამიკეთებენ და კარგად ვიქნები

-ხო კარგად იქნები აბა რაა...

-დონორი უკვე იპოვეს

-ხო ეგ მეც გავიგე. ჯულიეტა მიყვარხარ!

-მეც!

ოპერაცია მშვიდად მიმდინარეობდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ბოლო წუთს წნევა დაეცა, პულსი შესუსტდა და ჯულიეტამ სუნთქვა შეწყვიტა...



9 views0 comments

Comments


bottom of page