top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

სოფო გამდლიშვილი - ის

Updated: Mar 31, 2020


"მე ვცადე მაინც..." კენ კეიზი


სეპტიმუსი ოცდაათიოდე წლის ფერმკრთალი მამაკაცი იყო ..მის თაფლისფერ თვალებში შიში და თავზარდაცემა იკითხებოდა... ერთი შეხედვით მიხვდებოდით რომ "ამ ქვეყნისა" არ იყო და მისი ფიქრები სადღაც კოსმოსის მიღმა დაფრინავდნენ... მას საყოველთაო სიყვარულის სწამდა მიუხედავად ამისა რეციას ეუბნებოდა თუ რატომ უნდა მოეკლა თავი... ეუბნებოდა, რომ ადამიანები ბოროტები არიან... ქუჩაში მათ საახებს უყურებდა და ხვდებოდა, რაოდენ მატყუარები იყვნენ... მათ ფიქრებს კითხულობდა. მან ყველაფერი იცოდა... ცხოვრების არსი იცოდა..!!

    იმ რეჟისორს გავდა, რომელსაც ხელში მზა სცენარი ეჭირა, თუმცა ერთი მონაკვეთის შეცვლაც კი არ შეეძლო... უყურებდა ადამიანებს და გული სტკიოდა... ამბობდა უგრძნობი გავხდიო... და სწორედ ეს გრძნობების გახუნება, დაკნინება, გნებავთ სიკვდილი იწვევდა მასში სულისშემძვრელ მელანქოლიას...

ადამიანებს ავხორც, მდაბიო არსებებად მიიჩნევდა... მაგრამ სწორედ მას და არა ვინმე  ჰიუ უითბრედს ან რიჩარდ დალოვეის, სწორედ მას უყვარდა ეს საცოდავი არსებები ყველაზე მეტად...

  უყვარდა შექსპირი...ჰამლეტივით შეეძლო კაკლის ნაჭუჭშია დაუსრულებელი სამყარო ეპოვა... მაგრამ ცუდ სიზმრებს ხედავდა და უცნაური ხმები ჩაესმოდა ირეალური სამყაროდან..

   მასაც და ჰამლეტსაც სამარადისო მარტოობა მიესაჯათ.

   სიმართლის გამო ორივე შეშლილებად  მონათლეს... თუმცა, როგორც შექსპირი იტყოდა "ზოგჯერ სიგიჟეში კაცი იმისთანა რამეს იტყვის ,რასაც სიჭკვიანეში ვერც კი მოიფიქრებდა.."

 "თუ დაეცემი ადამიანური ბუნება შენზე გაიმარჯვებს"- ამობობდა სეპტიმუსი... ადამიანურ ბუნებაბაში კი მოიაზრებდა იმ "მეშჩანური" ნახევრის ნახევრული ცხოვრებით მცხოვრებ არსებებს, რომელთა ცხოვრების მთავარი კრედო, უზენაესი "ზომიერების" გრძნობაა... მათ ცხოვრებაში ტკივილიცა და სიხარულიც ფეხაკრეფით დაიპარება და ჩურჩულით ამბობს თავის სათქმელს...

  სეპტიმუსს სძულდა ...ირონიულ ღიმილს გვრიდა ასეთი დაკავებული, ვითომ საქმიანი "უნდა"-ადამიანები, რომლებიც მოჩვენებებივით აღმართულიყვნენ მის წინაშე, ჭურჭლის კარადასა და მოჩვენებებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევდნენ... ვერაფერს ხვდებოდნენ...მაგრამ მაინც მასზე ბატონობდნენ...

   ...ყველაზე დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში მაშინ დგება, როდესაც "ჩვეულებრივ" ყოფას" უბრუნდება, მარტო რჩება ჭურჭლის კარადასა და ბანანებთან ერთად...მარტო იყო ასეთ თვალუწვდენელ სიმაღლეზე, იქ სადაც ქარები გაშმაგებით ღმუიან... სად გაქრნენ მოჩვენებები? სეპტიმუსის წინ თეჯირი იდგა... იმ ადგილას სადაც ოდესღაც მთის მწვერვალებს, სახეებსა და სილამაზეს ხედავდა, უსახური თეჯირიღა დარჩენილიყო..

  სეპტიმუსს არ შეეძლო საკუთარ თავში "ადამიანური ბუნება" შემოეშვა... არ შეეძლო იმ მეშჩანების ნაწილი გამხდარიყო რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ... წამიერი გატაცებებით ცხოვრობდნენ და ცხოვრების არსს ვერ წვდებოდნენ...

   სწორედ ამიტომ გადახრტა ფანჯრიდან და ალბათ (გუგულის ბუდესაც გადაუფრინა) მან ვერ შეძლო უსიტყვოდ თავისი ფიქრები კაცობრიობისთვის მიეწვდინა... მაგრამ მისმა "მსხვერშეწილვამ" უკეთ შეასრულა ის მისია რაც სიცოცხლეში კრახით დასრულდა..

    სეპტიმუსი არ ყოფილა ჩვეულებრივი მოკვდავი..

    ის იმ დაღუპულ მეზღვაურს გავდა რომელიც ტალღებს კლდეზე გამოერიყა ..ზღვის ფსკერზე დაეშვა..მოკვდა,მაგრამ მაინც ცოცხალი იყო..!!

    ის დღემდე განაგრძობს არსებობას ჩვენი სულის ყველაზე ღრმა და მიუვალ საცავებში..

    ისევ დადის ქუჩებში... წელში მოხრილი... ან პარკის რომელიმე ძელსკამზეა მიყუდებული გრძელი ნერვული თითებით სიგარას აბოლოებს... და მის ფართოდ გახელილ თაფლისფერ თვალებში იკითხება მელანქოლია,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...!!!



5 views0 comments

Comments


bottom of page