ესეც ბოლო სემინარი, უკანასკნელი ვიზიტი მოშინაურებულ 208 აუდიტორიაში, ან უბრალოდ ნავსაყუდელში რომელიც ორი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა რეალობისგან გაქცევაში და საკუთარ თავებთან გვაბრუნებდა.
ბევრი ვიფიქრე ამ პრეზენტაციაზე,ზედმეტად ბევრი, იმდენად ბევრი, რომ ბოლოს ლამის შუბლის ძარღვი გამიწყდა და უპრეზენტაციოდ დავრჩი... არა იმაზე თუ რომელ ნაწარმოებს ავირჩევდი, ეს თავიდანვე ნათელი იყო, იმაზე ვიმტვრიე თავი თუ როგორ გადმომეცა ჩემი სათქმელი.
ბევრი ვიფიქრე ამ პრეზენტაციაზე,ზედმეტად ბევრი, იმდენად ბევრი, რომ ბოლოს ლამის შუბლის ძარღვი გამიწყდა და უპრეზენტაციოდ დავრჩი... არა იმაზე თუ რომელ ნაწარმოებს ავირჩევდი, ეს თავიდანვე ნათელი იყო, იმაზე ვიმტვრიე თავი თუ როგორ გადმომეცა ჩემი სათქმელი.
უცნაურია, ხანდახან კაცს ყველაზე საყვარელი საქმიანობა–წერა, ყველაზე მეტად რომ გიჭირს, ალბათ იმიტომ, რომ არ გინდა გაჩვეულებრივდე და შიგნით ჩამარხული განცდები სიტყვებით გააუფერულო, ჰოდა მეც ჯიუტად ვდუმდი და ახლა დროა ეს დუმილი დავარღვიო, ბევრი ვუტრიალე "ჰამლეტს"...ხან საბანგადაფარებული ჩუმად ვკითხულობდი, ხანაც იატაკზე ფეხმორთხმით, ხმამაღლა, მარტო ჩემთვის. ბოლოს იმდენად ახლობელი გახდა რომ სულს შეეზარდა...
ჩემთვის ნებისმიერი ნაწარმოები, შექსპირიდან დაწყებული, ვიღაც ჩრდილში მდგომი ავტორის უცნობი ჩანაწერებით დამთვრებული, ახლობეელი ხდება იმდენად, რამდენადაც მეტია "ბურძგლების" რაოდენობა ხელებზე და აჩქარებული პულსაცია გულში. ჰოდა ამ პრეზენტაციასაც დღიურში მოვათავსებ,როგორც ყველაზე ძვირფასს და ჩემსას.
პირველი შეხვედრა ჰამლეტთან, ერთი შეხედვით ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ სწორედაც რომ საჭირო დროს მოხდა, მეორე კურსზე. 2 წელი და უამრავი ახალი ჰორიზონტი მაშორებს იმ დროსთან, მაგრამ მაინც ზედმიწევნით კარგად მახსოვს ის შეგრძნებები რაც ამ შეხვედრამ მომიტანა. ეს ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ "ნორმალური" სტდენდების სიაში ვირიცხებოდი, სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა რომ არ ეუცხოვებათდა სემინარის, დასწრების და ათასი ჯანდაბის ქულები პირდაპირ გულის ფიცარზე ხვდებათ !! : ) მაგრამ მერე შევხვდი მას და ტვინი ამომიტრიალდა !
ჰამლეტთან შეხვედრა გავდა იმ ტკივილთან შეყრას,დაბადებიდან რომ შენში ცხოვრობს, შენთან ერთად რომ იღვიძებს, თვალებს ახელს, ფიქრობს, ჭამს, კითხულობს, სეირნობს და ა.შ მაგრამ მაინც რაღაც უშლის ხელს შენამდე მოსვლაში. ჰგავდა ყველა წაკითხულ წიგნს ერთად თავმოყრას,ყველა წარმოსახვითი და სიზმრისეული სამყაროს ცენტრს.
პირველი ამოწერილი ციტატა:
"ჩემთვის კი არ სჩანს,იგი არის მე როდი ვიცი,
ჩენა რას ჰქვან ჩემს გულისთქმას ვერ გამოაჩენს,
ვერც ეს მელნიფრად შეღებილი წამოსასხამი,
ვერც მგლოვიარედ წესისამებრ ძაძებში ჯდომა,
ვერც ქარიშხალი ღმოსული კვნესა გულისა,
ვერცა თვალთაგან მომდინარე ცრემლთა წყარონი,
ვერც პირისახე მწუხარების გამომხატველი.."
დასაწყისშივე წავაწყდი შემაძრწუნებელ სინამდვილეს. არ აქვს მნიშველობა თუ რა სახის ტკივილს გრძნობს ადამიანი. იგი იმდენად ძლიერადაა შენს არსებაში გამჯდარი, რომ ნებისმიერი ცდა გარეთ გამოიტანო და გამოხატო, წინასწარვე მარცხისთვისაა განწირული. სანამ თვითონ არ მოინდომებს შენი არსებიდან გამოღწევას.
მერე იყო პირველი პრეზენტაცია, მართალია სხვა აუდიტორიაში და სხვა ( მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ) ლექტორთან, მაგრამ გულის აჩქარების და ენის დაბმის თითქმის იგივე ხარისხით...
პირველი ნამდვილი ჩაფიქრება თავისუფლების არსზე. ვაღიარებ, უნივერსიტეტმა მთელი სიმძლავრით დაიწყო თავისი მთავარი საქმის კეთება. კერძოდ იმ იდეალების მსხვრევა,რისიც "სიყმაწვილეში" მჯეროდა.
ჰამლეტის სიტყვები: " მე თუნდაც კაკლის ნაჭუჭში მომწყვდეული ვიყო,ჩემი თავი დაუსრულებელი სივრცის მფლობელი მეგონებოდა,ოღონდაც ცუდ სიზმრებს არ ვხედავდე..." ამას მოჰყვა კიდევ ერთი, საკუთარ თავში შეყუჟული, შეურაცხადი სეპტიმუსი, რომელსაც პრინცის შემდეგ ყველაზე მეტად დავუმეგობრდი. და.. არ შემიძლია რომ არ ვახსენო ფილმი, რომელმაც ჰამლეტი უფრო გასაგები და ემოცია უფრო მკაფიო გახადა ჩემთვის.."Into The Wild.." ერთი შეხედვით სრულიად სხვა თემატიკა, დრო, სივრცე და სიუჟეტი, მაგრამ იგივე შეკითხვები ყოფნა–არყოფნაზე, იგივე სიმარტოვე და იგივე დიდი გაქცევა, ოღონდ ამჯერად ველურ პირობებში. ალექსის სიტყვები: "სიყვარულის,დიდების,ფულისა და ბედისწერის სანაცვლოდ, მომეცით სიმართლე..."
ამ ყველაფერმა ერთ მნიშვნელოვან აზრამდე მიმიყვანა. რაც არ უნდა ზურგშექცევით იდგე ცხოვრებასთან, რაც არ უნდა ურიცხვი მატერიალური, სოციალური, ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემები გაწუხებდეს, რაც არ უნდა იკვებებოდნენ გარემოებები შენით, მაინც არსებობს რაღაც რასაც ვერავინ წაგართმევს დედამიწის ზურგზე და ეს რაღაც შენი შინაგანი თავისუფლებაა. იქ შენხარ მეფეც და მონაც ,გალაქტიკაც და ერთი უსახელო ასტეროიდიც..
"კარგი და ცუდი თავისთავად როდია სადმე,მას მხოლოდ კაცის გონება შეიქმს ხოლმე"
ყველაფრის გასაღები გონებაშია,რომელიც ქმნის და აყალიბებს გარემოებებს. აზრი გარდაისახება სურვილში. სურვილი მოქმედებაში,ხოლო ჯიუტი და დაუღალავი მოქმედების შედეგად აუცილებლად შექმნი (ამოიშენებ) შენს ალტერნატიულ რეალობას. გარემოპირობები კი თითსაც ვერ დაგაკარებეენ !
მე მივხვდი თურმე შენი თავი მარტო ის არ ყოფილა რასაც სარკეში ან მარტო დარჩენილი და გაძარცვული ხედავ, შენი თავი სხვა ადამიანების თავშიც იმდენივეა რამდენადაც ისინი გიყვარს, როგორც ერთ მოთხრობაშია: "იგი იყო ყველაფერში და ყველაფერი იყო იგიში.."
მერე იყო საუბრები თავისუფლებაზე,უამრავი ახალი იდეა,რუსთაველის თეარის ჯადოსნობები, წვიმაში მოყოლილი ფიქრები და "ლამპოჩკის" ანთება ტვინში. დახურული საოცრებებით სავსე სკივრი, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის გაიხსნა, იქიდან კი ჯინი–მისტერ კიტინგი ამოფრინდა. ჩვენი ყოველი სემინარი გავდა მკვდარი პოეტების საზოგადოების შეკრებას გამოქვაბულში.
მაგრამ ყველაფერი დაიწყო ჰამლეტით.
ჩვენ გადავაბიჯეთ იმას რაც მხოლოდ თვალისათვისაა ხილული,მოვლენების არსში შეღწევა მოვინდომეთ. იყო "ჩემი წიგნი"-"ბუზთა ბატონი", პოსტმოდერნიზმი და ჯოისი :( აქ ის ტანჯვა იგულისხმეთ რაც ულისესთან ჭიდილის დროს ვიგემე)
არ ვიცი,შეიძლება ამ ყველაფერმა უფრო მეტი ქაოსი გამოიწვია ჩვენში,მაგრამ ქაოსის გარეშე ხომ წესრიგი წარმოუდგენელია.ჩვენ გავედით სხვა სივრცეში და იქიდან ერთმანეთის მიკრო სამყაროები სხვანაირად დავინახეთ.
და ყველაფერი დაიწყო იმით,რომ 2011 წელს ერთმა საშუალო სტატისტიკური მონაცემების გოგომ გადაწყვიტა ესწავლა ინგლისურ ფილოლოგიაზე ,ამავე დროს (პარალელურ რეალობაში) სხვა მისნაირი საშუალო სტატისტიკურად დაბნეული გოგონები მოხვდნენ ერთ დიდ ნავში და წელიწად ნახევრიანი ცურვი შემდეგ მოაღწიეს 208–ში. შეიძლება ყველაფერს ავცდი, მაგრამ მოვედი აქ !
მადლობა, ამისთვის "კაპიტანო " !
コメント