ფოტო : ნანუკა ჯაფარიძე
მრავალფეროვანია სვიფტის ნაწარმოები თავისი თავგადასავლებით და იმ გმირებით, რომელსაც ქმნის. ყველა წამოჭრილი საკითხი ბუნებრივი და ნაცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის.
ნუ გეშინიათ, ასე არ ვაგრძელებ !
მე ყველაფერმა ამან უცნაურ შეგრძნებათა ლაბირინთში მატარა, თუმცა არც ისე უცხო … ხშირად ვხვდბით აბსურდულ ადგილებში, არაპროპორციული ტანის ზომაც გვაქვს და ცხოველებსაც ველაპარაკებით, ოღონდ ეს სიზმარში…
შევდივარ Fb-ში, დავდივარ ქუჩაში, ვესწრები ლექციებს, ვარ ტარნსპორტში, მაღაზიაში, „ივენთებზე“ და მეოცება.. რა ცოტა აბედნიერებს ამ ხალხს?! არა, საქმე მხოლოდ ფიზიკურ გამოხატულებაში -ღიმილში და – ში არ არის, მართლა უხარიათ, მაგრამ რა?! არ იფიქროთ, რომ შურიანი ვარ, არამც და არამც, უბრალოდ ჩემთვის ვაკვირდები მათ ….
დასკვნაც არ არის ძნელი!
ლილიპუტების ქვეყანაში და არც გოლიათებთან არ იცოდნენ, რომ სხვა ქვეყანა არსებობდა, სხვანაირი ადმიანები, სხვა ფასეულობები და ღირებულებები, ამდენად არცოდნით დისკომფორტი არ ექმენათ, ბედნიერები და ლაღები არიან.
იცით როგორ წარმომიდგენია სვიფტის ლილიპუტები თანამედროვეობაში? რაღაცნაირად თვითკმაყოფილი, დაბალი, მაგრამ მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგოები, რომლებსაც ჩანთა უჭირავთ ხელში და მიკუსკუსებენ. ოჰ, განახათ, როგორ კუსკუსით ჭრიან ქუჩას, თავიანთ „მინი“ სამყაროში საოცრად კომფორტულად გრძნობენ თავს. ინდივიდუალურია ადამიანი, ყველა თავისი თვისებით არა?!
ვიღაცას დღეს რომ სადილად ტოლმა აქვს ეგ აბედნიერებს, ვიღაცას X ბიჭის SMS, ან ლექოტორის ერთი ღიმილი, ვიღაცას ქმარი რომ ხელფას აიღებს და ქურთუკს რომ უყიდის ეგ, ერთი LIKE, ან კლუბში ერთ საღამოს გატარება, ვიღაცას ერთ ახალი "ვეში" MP3-ში და ა.შ.
მექმნება შთაბეჭდილება რომ ვაკუუმი მათთვის ბედნიერებაა. ჩაკეტილი აქვთ ყველა მენტალური თუ არამენტალური შრე და ახალ ინფორმაციას არ უშვებენ, ყველაზე სასაცილო იცით რა არის?! ეს ქედმაღლობის და მეტიჩრობის საშუალებას რომ აძლევთ.
გოლიათებად კი ასეთი ტიპები წარმომიდგენია- რატომღაც ცისფერთვალება, ზონზროხა, არაფრისმთქმელი გამოხედვით, „დეეეე საჭმელი მინდა“ რომ ამბობენ, ერთ დროს რომ განათლებულები და კეთლშობილები იყვენენ, მაგრამ ცხოვრებამ ყველაფერზე ხელი ჩააქნევინა.
არ დაგიმალავთ და მეც ბევრი მიფიქრია ფილოსოფიის შემქმნელებზე, კერძოდ, ლოგიკის კურს რომ გავდიოდი, როდესაც „რა არის ცნება“-ზე დაწრილი 83 გევრდი ვნახე გავცოფდი, ახლა კი „ინგლისური ენის სტრუქტურის“ შემქმნელებზე ვიყრი ჯავრს, რომ არ ვიცოდე, სიტყვა მორფემებისგან შედგება ისე ვერ ვილაპარაკებ და ვერ ვიცხოვრებ? რა თქმა უნდა, ვიცხოვრებ… მუდამ გაკვირვებას იწვევდა ჩემში რატომ დგება ტიპი და გადაწყვეტს რომ ფოთლის ღერო უნდა იკვლიოს. მაგრამ ეს მეცნიერებაა, დღეს ყველსაგან აღიარებული და მის შემქმნელებს გენიოსებს ვუწოდებთ.
წეღან ვსაუბრობდი რა პატარა უხარიათ-მეთქი, მაგრამ ამასთანავე რა პატარა საფიქრალი და სადარდებელი აქვთ, არა?! ვიღაცას შეუძლია მთელი სემესტრი ერთ დაკარგულ ქულაზე იდარდოს, ჩემი დაქალი ცრემლად იღვრება, როდესავ თავისი ყოფილი შეყვარებულის სურათებს ათვალიერებს, ვიღაც იმაზე დარდობს განვადებით გამოიტანოს Ipone 5 თუ ისევ ბიძას ეხვეწოს, ვიღაცას მამიდაშვილის ქორწილზე რა ჩაიცვას ეგ ვერ მოუფიქრებია, შეიძლება დედამთილის შენიშვნაზე, რომ პიჯაკის საყელო კარგად ვერ დააუთოვა ერთი კვირა იდარდო?! მე ერთი კვირაა ვწუწუნებ მეორე კოლოკვიუმზე, დიახ ასეა, სისულელეა, ყოფითია თუ სერიოზულია…
ჩვენთვის, ისევე როგორც კუნძულ ლაპუტას მცხოვრებლებისთვის სულიერი სიმშვიდის მოპოვება ძნელია, მუდმივად ფორიაქში, დარდში და შიშში ვართ, ვერ გაგვირკვევია რა გვჭირს, უმიზეზოდაც ვტირით და ვდარდობთ. მაშინ როდესაც შეიძლება უფრო საინტერესოზე ვიფიქროთ, უფრო სერიოზულზე ვიდარდოთ და რეალურზე, უფრო კარგზე ვიბედნიეროთ.
ვშრომობთ, ვკითხულობთ, ვსწავლობთ სიბერემდე, ვფილოსოფოსობთ, ვიბრძვით, შედეგი კი გაწეული ფიზიკური თუ გონებრივი შრომის პროპორციული არ არის, ნაოჭიც კი იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე შევქმენით. ამდენად ჩემში გაოცებას არ იწვევს ის მოფუსფუსე ლილიპუტები… რაღაცას ვაკლებთ თუ ვიღაცამ დაგვაკლო?!
უკვდავება?
ერთდაერთი რაც ახლაა მომაგონდა უკვდავებაზე ისაა, რომ რამდენიმე საგანს ჩვენს ენაზე „შევიტენიდი“, ამდენს არ ვიჩქარებდი, რამდენიმე პროფესია მექნებოდა და მეორე ნახევრის არჩევაშიც ასეთი ფრთხილი არ ვიქნებოდი.
სხვათაშორის, იმ ქვეყნის უკვდავ არსებებს რომ გავეცანი მივხვდი, რომ ჩვენთნაც ბევრნი ყოფილან უკვდავები, ყოველ შემთხვევაში ჭირვეულები, გაუმაძღრები, პირქუშები, პატივმოყვარენი ვართ და მეტი რა გვინდა?
ალბათ ყველას გენიშნათ ეს ფრაზა, იაჰუებს ერთმანეთი უფრო მეტად სძულდათ, ვიდრე სხვა… და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ისინი ხედავენ თავიანთ სიმახინჯეს, მაგრამ ამას საუბედუროდ დანარჩენებში ამჩნევენ და არა საკუთრ თავში. დიახ, იმდენად გვძულს ერთმანეთი, რომ შეგვიძლია მოვპაროთ, დავამახინჯოთ, მოვკლათ, ვაწამოთ, წავაქციოთ, გადავუაროთ, შეურახვყოთ, დავთრგუნოთ დ ა.შ. ნუთუ უფრო მეტად არ გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე გვძულს?!
მუსიკა და მათემატიკა. მუსიკა-ნარკოტიკი, მათმატიკა ყოველდღური ცხოვრება, რა კარგად ერწყმის არა ერთმანეთს, თითქოს ამის მეტი არაფერი იყოს საჭირო…
„ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლიანად დაწინწკლული აქვს, მეორეს-სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი-იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი კი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად.“
და კიდევ ერთხელ გეუბნებით -ეს უბარლოდ არ გამხსნებია …
コメント