ფოტო: ნანუკა ჯაფარიძე
მამა ღმერთმა, აღმატებულ ტახტზე მჯდომარემ,
თვალი შეავლო მის მიერ შექმნილ კაცთა სამყოფელს,
თვალწარმტაცმა და მშვენიერმა არემარემ
დარდი გაუქრო, უმალ სანატრელს.
სატანა მოსდგომია სამოთხის კარს, წაბილწვას უპირებს
თან მოჰყვება ბოროტ სულთა დიდი ამალა,
წინ მიიწევს შეუპოვრად, დანებებას არ აპირებს
სულ ცოტაც და სურვილს აიხდენს.
იყო დრო, როცა პირველყოფილნი ამა ქვეყნისა,
საშიშს არ თვლიდნენ ქვეყნად არვის,
მაგრამ შეხება, ცნობადის ხის ნაყოფისა
საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის.
ადამის სახით, კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან,
ახლა კი სასჯელს ვერ გაექცევა ვერსად,
უფალი, ღმერთი თავის ქმნილებას გასწირავს ნეტა?
გულს შემოჰყრია კაცთა სასჯელი სევდად.
ცოდვილთა ხსნის გზა მხოლოდ ერთია,
ყველამ ვიცით ,რომ სიყვარული თავად ღმერთია
სიყვარული და რწმენა - განა ბევრია?!
ქვეყნად არ სცოდოს, ვის შეუძლია?
მამამ საკუთარი ძე გაგზავნა ქვეყნად,
რომ კაცთ ცოდვები გამოესყიდა,
ღვთის მოწყალება ვერ დავაფასეთ
სულში სატანა შეგვიჩნდა ყველას.
თუ გაქვთ სურვილი და მომცემთ ნებას,
ორი წუთი რომ წაგართვათ ყველას,
მოკლედ გიამბობთ, ვერ გავექცევი ამ ამბავს ვერსად,
თვითონაც ხედავთ, გიამობობთ ლექსად...
თავისუფლება უპირველესად
კაცთ ნაბოძები დიდი განძია,
მასზე სასურველს ვერ ვპოვებთ ვერსად,
ვის როგორ ესმის, საკითხავია...
თავისუფლება - სულის თვისება,
მუდამ ცოცხლობს და არ დაბერდება,
ადამიანებს გვმართებს ერთი რამ,
თავისუფლებით მივსწვდეთ მაღალ ცას.
ცოდვის მორევში სატანამ ევა ჩაითრია და ისიც დანებდა,
ყველას როდი აქვს იმის უნარი, დასტკბეს და იყოს თავის უფალი
უნდა ვეცადოთ, რომ უფლის რწმენით, დავსჯაბნოთ მტერი, შევიცნოთ ღმერთი,
მამა ღმერთისგან დიდი კურთხევით, ფრთებს გამოვისხამთ თავისუფლების!
Kommentare