მე ვიყავი სტურუას შექსპირის სამყაროში და უნდა გითხრათ რომ ძალიან საინტერსო მოგზაურობა გამოგვივიდა.
ყველაფერი კი იწყება უნივერსიტეტის კედლებიდან, ინგლისური ლიტერატურის ისტორიის ლექტორი გვატყობინებს, რომ შესაძლებლობა გვეძლევა შექსპირის შემოქმედება გავიცნოთ არა მხოლოდ წიგნებიდან, ლექციებიდან და სემინარებიდან, არამედ სტურუას შემოქმედებიდან და რა თქმა უნდა მისი სპექტაკლებიდან, ჩვენ ვიქნებით მის სამყაროში, შევხვდებით მას, მსახიობებს და გია ყანჩელს... გაჩნადა მოლოდინის გრძნობა და დაიწყო ახალი ეტაპი, თურმე შესაძლებელი ყოფილა რომ სწავლა იმაზე ათჯერ უფრო საინტერსო გახდეს ვიდრე ამას წარმოვიდგენდით.
ვიწყებ შექსპირის ნაწარმოებების კითხვას, მიჩნდება კითხვები, ბევრ ადგილზე სრულიად მოულოდნელ მიგენებებს ვაკეთებ, ვხვდები რომ ბევრი ადგილი მაინც იდუმალებით მოცული რჩება და ის მეტ ჩაძიებას მოითხოვს, მოვიდა 10 მაისი ჩვენ ვსხედვართ რობერტ სტურუას წინ და ვისმენთ მისეულ შეფასებებს, რატომ შექსპირი და როგორ გახდა მისი პიესები თავისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი, ის ძალიან უშუალოა და ჩვენც დადებითი ემოციებით დამუხტულები ვუსმენთ მას, თუმცა ეს ემოცია უკვე მანამდეც იყო. შემდეგ სპექტაკლის ჩვენება და აქ მახსენდება ერთი გამოთქმა, „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“ და მართლაც პიესის ყურებისას მახსენდება ის ფრაგმენტები რაც წავიკითხე, მაგრამ ვხედავ ცვლილებებს რომელიც იქ საერთოდ არ ეწერა და ფიქრობ, რომ ეს სწორედ ის არის რაც გჭირდებოდა, რომ შენს კითხვებზე პასუხი გეპოვა, სპექტაკლიდან გამოსული სპექტაკლის ფოტოებსაც კი განსხვავებული თვალით ვუყურებ, ვიდრე ეს შესვლამდე იყო. მათი ემოცია რაც ფოტოებშია ასახული უფრო ახლო ხდება ჩემთვის... სახლისკენ გზა რიჩარდ მესამეზე ფიქრით გრძელდება და დღეს „ჰამლეტის“ კითხვით ვამთავრებ. შექსპირი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა...
სანამ მეორე დღე მოვიდოდა მანადე მთელი კვირა იყო დაძაბული სწავლის დღეები, შექსპირს განვიხილავთ სემინარებზე, შექსპირს რომელიც ამ გაზაფხულზე განსხვავებული სახით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და წარუშლელი კვალი დატოვა, ყველაზე საინტერსო კი ის არის რომ გრძნობ ის რასაც ისმენ, აკეთებ, კითხულობ, ამ ყველაფერს აკეთებ არა მოვალებით არემედ სიამოვნებით, დიდი ინტერესით და მოტივაციით, თურმე რა ცოტა გვჭირდება ამ ყველაფრის მისაღწევად, ცვლილებები ყოველთვის კარგია მით უმეტეს თუ ეს ცვილებები დადებითად აისახება შენზე.
17 მაისი, საშინლად დაძაბული დღე მაქვს ქუჩაში აქციებია, გზები გადაკეტილია, შეხვედრაზე ვაგვიანებთ მე და ჩემი მეგობარი უკვე იმედ გადწურულები აჩქარებით ვუახლოვდებით ხელოვნების სახლს შევდივართ და ვსხდებით, გარემო იმდენად მშვიდია რომ მავიწყებს დაღლილობას და მოსმენისთვის განმაწყობს, ჩემ წინ გერტრუდას როლის შემსრულებელი ნინო კასრაძე და ოფელიას როლის შემსრულებელი ია სუხიტაშვილი სხედან. „ჰამლეტი“ უკვე წაკითხული მქონდა და გერტრუდას პერსონაჯმა ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, თითქოს მეტს ველოდი მისგან.., გოგონა კითხვას სვავს „ნაწარმოები რომ წავიკითხე, გერტრუდა არ ჩანდა ისეთი ტრაგიკული როგორც ეს სპექტაკლში ჩანს, თქვენ ნამდვილად დაგვანახეთ გერტრუდას ტრაგიზმი“ (მე ვფიქრობ ჩემთვის მართლა არ იყო გერტრუდა ნაწარმოებში ტრაგიკული, საერთოდაც მე ის საკმაოდ პასიური მოეჩვენა), ნინო გოგონას პასუხობს „მიხარია თუ მე ეს მოვახერხე“ შემდეგ სპექტაკლს ვნახულობ და აღარ მიტოვებს გერტრუდა უკმაყოფილებს გრძნობას ის კითხვები რაც მისი პერსინაჟის მიმართ მქონდა სპექტაკლით იხსნება, აქ ვხედავ მის ტრაგიზმს და იმ დღეს გერტრუდა ჩემი ფიქრის ობიქტი ხდება, რომელიც მანადე სრულიადაც არ მომწონდა, სპექტაკლმა კი შემიცვალა ეს წარმოდგენები და შექსპირის ორი ნაბიჯით დამიახლოვდა...
უნივერსიტეტში განხილვის თემად გვექცა შექსპირი, პროექტი რომელშიც აქტიურად ვიყავით ჩართულები და გვქონდა სასიმოვნო მოლოდინი იმ ორი დღისა რომელიც ჯერ კიდევ წინ იყო... მესამე დღეც მოვიდა 24 მაისი შეხვედრა გია ყანჩელთან, ეს დღე განსაკუთრებულად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ეხლაც როცა მახსენდება იგივე ემოციას განვიციდი რასაც მაშინ, როცა ამ საოცარი ადამიანის წინ ვისხედით და ვუსმენდით, უკვე აღარ მიკვირს რატომ არის ასეთი საოცარი და თბილი მისი მუსიკა რომელსაც ის ქმნის, შეუძლებელია სანიტერსო არ ყოფილიყო შეხვედრა ადამიანთან რომელიც უკვე ისტორიის ნაწილია და მისი შემოქმედება მსოფლიოშია აღიარებული, სპექტაკლის დროს უკვე განსაკუთრებულ ყურადრებას ვაქცევ მუსიკას რომელიც საოცრად ერწყმის მას. შექსპირი უკვე სამი ნაბიჯით მიახლოვდება..
ყველაფერს თავისი განსაზღვრული დრო აქვს ის რაც განსაზღვრულ დროში იწყება და ამავე დროში მთავრდება, პროექტის დროც იწურება და დღეს უკვე ბოლო დღე იყო, მთელი კვირა საკამოდ დაძაბული იყო კოლოკვიუმები, 31 მაისიც მოვიდა დილა მაღლივის გამოცდით იწყება და მეორე გამოცდაც იქვე გრძელდება, ინგლისური ლიტერატური ისტორიაში, რატომღაც არ ვნერვიულობ შექსპირი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან გამოცდას ვიწყებ და დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე ვამთავრებ,სწარფი ნაბიჯებით ვტოვებ შენობას და „რუბიკონისკენ“ მივიწევ, გული მწყებდა რომ მთავრდება, ყველა დღე საინტერსო და განსხვავებული იყო, ისევ სტურუა და ძალიან საინტერსო პასუხები დასმულ კითხვებზე, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სიტყვები როცა კითხეს თუ რომელი სპექტაკლი უყვარდა უფრო მეტად და რომელს გამოარჩევდა, რობერტი პასუხობს „ეგ იგივეა დედას კითხო,რომელი შვილი უფრო მეტად უყვარს, ბავშობაში კი საშინლად ვერ ვიტანდი როცა მეკითხებოდნენ დედა უფრო გიყვარს თუ მამა’’ საინტერსო და გამორჩეული იყო იმ ადამიანის მოსმენა რომელმაც შექმნა შექსპირის პიესების სპექტაკლები, რომლებიც ისტორიის ნაწილი გახდნენ. მეოთხე დღე „ქარიშხალის“ ჩვენებით მთავრდება აღარ ვისაუბრებ იმ შეგრძნებეზე რაც სპექტაკლის ნახვამ მოიტანა, ჩვენ წამოვედით, შექსპირი კი ოთხი ნაბიჯით ახლოს მოვიდა ჩემთან...
ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ეს პროქეტი მართლა ბევრის მომეცემი იყო, ამ პროექტმა შეცვალა ჩვენი რუტინული სტუდენტური ცხოვრება, გააცოცხლა და სხვანირად დამანახა ის წარმოდგენები რაც კითხვის დროს შემექმნა, ყველაფერი რაც შექსპირის ირგვლივაა უფრო საინტერსო გახდა.დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ამ პროექტის ორგანიზატორს ჩვენს ლექტორს დავით მაზიაშვილს და ყველა იმ ადამაინს ვინც მის წარმატებით განხორციელებაში წვლილი შეიტანა და როგორც ქალბატონმა მანანა გელაშვილმა დამშვიდობებისას გვითხრა „ეს არის დღესასწაული, რომელიც გაგვყვება მთელი ცხოვრების მანძილზე“ მეც ზუსტად ასეთ შეფასებას გავაკეთებდი, ეს იყო დღესასწაული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემთან ერთად იქნება.
Comments