ფოტო : ნანუკა ჯაფარიძე
მას შემდეგ რაც წავიკითხე გულივერის მოგზაურობა, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოგზაურობის მეოთხე ნაწილი. უფრო მეტიც, ამ ნაწლმა ჩემში გამოიწვია ერთგვარი გაღიზიანება და საშინელი პროტესტი. პროტესტი იმისა რომ გულივერმა „ფეხქვეშ გაგვთელა“ ადამიანები. საშინელ არსებებად - იაჰუებად დაგვხატა. ადამიანებს ჩაგვიკლა და გაგვიქრო ყველა ის დადებითი თვისებები რაც გვაქ და მხოლოდ უარყოფითით „შეგვამკო“. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე პასუხი გამეცა გულივერისთის. შეიძლება ითქვას რომ გავხდი ადამიანების ადვოკატი რომელიც იცავს მათ უფლებებს და უარყოფს მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს. გადავწყვიტე ჩემი ემოცია, გრძნობები და დამოკიდებულება გამომეხატა და დამემტკიცებინა გულივერისთვის რომ ადამიანები არ ვართ ისეთები როგორიც ეს მას წარმოუდგენია!
მას შემდეგ რაც საკუთარ სახლში დაბრუნდა გულივერი და ოჯახის,საყვარელი ადამიანების ხილვით გამოწვეული სიხარული ვერ იგრძნო, სახლშ ვერ ჰპოვა სიმშვიდე ის ისევ გადაწყვეტს მოგზაურობას.
ერთ დღეს გულივერი მიადგა ნავსადგურს და პირველივე გემზე შედგა ფეხი ისე რომ არც კი უკითხავს საით მიდიოდა გემი. მას მხოლოდ უნდოდა თავი დაეღწია საკუთარი ცხოვრებისგან.
მშვიდი დღე იყო. გემიც მშვიდად მიცურავდა. ცისფერ ცაზე აქა-იქ მოსჩანდა თეთრი გროვა ღრუბლები. მზე ანათებდა. თოლოები დაფრინავდნენ. გემი კი მიაპობდა ტალღებს. გულივერი განმარტოებით გემის ერთ კუთხეში მოკალათებულიყო. ვინმე გაეცნო, დამეგობრებოდა, არც კი უფიქრია. სად მიდიოდა, რას აპირებდა არც ეგ იცოდა. მარტო იმას ნატრობდა ისევ სადმე სხვაგან, შორს აღმოჩენილიყო. ასე ფიქრებში გაიარა მთელმა დღემ. საღამოს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ზუსტად ასე! თავდაყირა! შტორმი არ იყო, მაგრამ ტალღები გემს აქეთ- იქით არხევდნენ. ვერავის ვერაფერი გაეგო. რხევა უფრო და უფრო გაძლიერდა და ბოლოს გემი მთლიანად ამოაყირავა. უცნაური სანახი იყო თავდაყირა გემი რომლის ფსკერი წყლის ზემოთ იყო. ეს ყველაფერი რამდენიმე წამს გაგრძელდა. წყალში შორს ჯერ წერტილად მოსჩანდა მუქი მწვანე შუქი, რომელიც წამის განმავლობაში იზრდებოდა. ბოლოს იმდენად დიდი გახდა რომ მთლიანად გაანათა ზღვა. ამ მოვლენას სუნთქვა შეკრული გულივერი მისჩერებოდა და უხაროდა რადგან იცოდა რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, რომ ეს გულივერისთის რაღაცას მოასწავებდა. ნათება ბოლოს გასკდა და აქ დაკარა გულივერმა გონება.
გონს რამოდენიმეჯერ მოვიდა მხოლოდ წამით. ბუნდოვნად ხედავდა. ადამიანის სილუეტის დანახვამ ძალიან გაახარა და ისევ ღრმა ძილს მიეცა. ის რაც გამოფხიზლებულმა გულივერმა დაინახა არანაკლებ გასაოცარი იყო იმათგან რაც მას ადრე ენახა. გულივერი აღმოჩნდა ერთ სახლში სადაც არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლი, ქმარი და ორი შვილი. ისინი ძალიან კეთილები და მშვიდები იყვნენ. არასდროს კამათობდნენ. ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. მეზობლებიც მათსავით იყვნენ. ყველა ყველას იცნობდა. ყოველ დილით ერთმანეთს ესალმებოდნენ. მათი ცხოვრება ძალიან მშვიდი და ამავდროულად რუტინული იყო. ოჯახის დიასახლისი ყოველ დილით გემრიელ ორცხობილებს აცხობდა. ეს ორცხობილები აუცილებლად ბავშვებს უნდა ეჭამათ სანამ სკოლაში წავიდოდნენ, ასევე ქმარსაც სამსახურში წასვლამდე. სახლიდან ყველა გადიოდა დიასახლისის გარდა. ის სახლში რჩებოდა და საღამოსთვის კერძებს ამზადებდა. შუადღეს ბავშვები მოდიოდნენ სკოლიდან, თავიანთ ოთახში ადიოდნენ და წიგნს კითხულობდნენ. საღამოს ქმარი ბრუნდებოდა. საკიდზე ქუდს კიდებდა და ამბობდა - საყვარელო მოვედი. ოჯახი ისევ შემოუსხდებოდა მაგიდას და შემდეგ დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგი დილა ისევ ორცხობილების ცხობით იწყებოდა. ბავშვბეი ისევ სკოლაში მიდიოდნენ, ქმარი-სამსახურში. დიასახლისი ისევ სახლში რჩებოდა... საღამოს ისევ გაისმოდა - საყვარელო მოდვედი...
გულივერმა მალე ყველა გაიცნო. სახლში მარტო დარჩენილ დიასახლისს კითხვებს უსვამადა. აინტერესებდა აქ როგორ აღმოჩნდა. დიასახლისი კი პასუხობდა რომ სააბაზანოში იპოვეს, სველი. გულივერს სურდა მეტი გაეგო მათზე მაგრამ არც დიასახლისს და არც სხვებს მოსაყოლი არაფერი ჰქონდათ რადგან მათი ცხოვრება ყოველდღე ერთნაირი იყო და წინა დღე მომდევნოსგან არაფრით განსხვავდებოდა. რაც დრო გადიოდა გულივერი უფრო და უფრო მეტად ეჩვეოდა ამ ადამიანების ცხოვრებას. მან აღმოაჩინდა რომ ქალაქს სადაც ის ცხოვრობდა არც გასასვლელი ჰქონდა და არც შემოსასვლელი. იქ სადაც ქალაქის ბოლო იყო ისევ იგივე ქალაქი იწყებოდა.
ამ ქალაქში მცხოვრებლებს უცნაური წესები ჰქონდათ. მეზობლები ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს რწყავდნენ ყვავილებს, ქუჩის ბოლოში კაფე ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს იღებოდა და იკეტებოდა, კაფეში შესული ადამიანები ყოველთვის ერთსა და იმავეს უკვეთავდნენ. მოკლედ, მათ ცხოვრება იმ კადრივით იყო, რომელიც გარკვეულ მომენტამდე მივიდოდა ისევ უკან ახვევდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
გულივერი აღფრთოვანებული იყო ადამიანების ერთმანეთსადმი დამოკიდებულებით. მათ არ შურდათ, არ ეშინდათ, უყვარდათ და ზრუნავდნენ. მათ არ იცოდნენ რა იყო წვიმა რაგდან იქ არასდროს უწვიმია. არ იცოდნენ რა იყო ხანძარი და სახანძრო მანქანას მხოლოდ იმიტომ იძახებდნენ რომ ხეზე ასული და ტოტებში გახლართული კნუტი ჩამოეყვანათ. ყველაფერ ამის შემხედვარე გულივერი საკუთარ თვალებს ძლივს უჯერებდა. მაგრამ ყველაზე გასაოცარი იყო ერთი რამ. იმ ქალაქში არსებობდა მხოლოდ სამი ფერი: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ყველაფერი ამ სამი ფერისა იყო, ადამიანებიც კი, მათ შორის გულივერიც. მის კანს ფერი დაჰკარგვოდა და ნაცრისფერი გამხდარიყო.
მალე გულივერი დაიღალა ერთფეროვანი ცხოვრებით. ეს ყველაფერი უინტერსო გახდა. ახალი და საინტერესო არაფრი იყო. მობეზრდა რუტინა. მოენტარა ბობქარი, სიგიჟეებითა სავსე ცხოვრება. მოენატრა ოჯახი, მეგობრები, ნათესავები. მოენატრა ისეთი ადამიანი რომელსაც სულ სხვა ფერი ჰქონდა. ადამიანის ფერი. ერთხელაც ის დაინტერესდა რა მოხდებოდა თუკი დიასახლისი საკუთრი დღის გეგმებს შეცვლიდა. ერთ დღესაც როცა დიასახლისმა ბავშვები და ქმარი სახლიდან გაისტუმრა და ჩვეულ საქმეს შეუდგა, გულივერმა სთხოვა რომ მასთნ ერთად გაესეირნა. ისიც დათანხმდა. გულივერი უყვებოდა მას სხვა ცხოვრებაზე, სხვანაირ ადამიანებზე და მათ ურთიერთობებზე. დიასახლისისთვის კი ეს ყველაფერი არათუ ძნელად წარმოსადგენი, საერთოდ გაუგებარი იყო. საუბარში დრო ისე გავიდა რომ ვერც კი შენიშნეს როგორ მოსაღამოვდა. სასოწარკვეთილი დიასახლისი მაშინვე სახლში გაიქცა სადაც უამრავი ადამიანი დახვდა შეკრებილი რომლებსაც ვერ გაეგოთ რა მომხდარიყო. ვერ გაეგოთ თუ რატომ მოხდა რომ სახლში მისულ ქმარს ვახშამი მზად არ დახვდა და მის სიტყვებს - საყვარელო მოვედი არავინ უპასუხა. ამ დროს ცაზე გაიელვა და წვიმა წამოვიდა. ქალქის მკვიდრნი შეშინდნენ რადგან ეს მათთვის უცხო რამ იყო. გულივერი ცდილობდა რომ წვიმაში დგომით ეჩვენებინდა მათთვის რომ ეს მათ არ ავნებდათ. შეშინებული და გაოცებული ხალხი წვიმაში გამოვიდა და მოხდა ის რასაც არავინ ელოდა და რამაც ყველა გააოცა. დიასახლისმა სახეზე ფერი იცვალა და წითელი ტუჩები გამოუჩნდა. მას ყველა განშორდა. ეშინოდათ მისი. ხელებს იშვერდნენ და ლანძღვდნენ მას. დიასახლისს კი უფრო და უფრო ემატებოდა სახეზე ფერი. გაღიმებული და გახარებული მხოლოდ გულივერი იყო რადგან ის მიხვდა რომ მის წინაშე ნამდვილი ადამიანი იდგა.
მეორე დილით დიასახლისს ორცხობილები აღარ გამოუცხვია. ყველა ხედავდა რომ რაღაც შეიცვალა მაგრამ ვერავინ ხვდებოდა რა. ერთ დროს ძალიან კეთილი და გულუხვი მეზობლები გულივერსა და დიასახლისს აღარ ესალმებოდნენ. მომხდარს გულივერს აბრალებდნენ რადგან დაირღვა მათი ცხოვრების წესი, სიმშვიდე და მოწესრიგებულობა. რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტი ადამიანი იცვლიდა ფერს და ნამდვილ ადამიანს ემსგავსებოდა. მათ ვინ ფერი შეიცვალეს ძალიან მოსწონდათ ეს. ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს ფიქრი და მოქმედება. ახლა უკვე დილით მეზობლებო ფერად ყვავილებს უვლიდნენ.
ერთ დღესაც ქალაქს გემი მოადგა. დადგა დრო როდესაც გულივერი სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ეს იყო ბოლო მოგზაურობა და ბოლო თავგადასავალი გულივერისა.
Kommentare