როცა რაღაც ამბის მოყოლას იწყებ, ლოგიკურია რომ შენი მსმენელი ვერაფერს გაიგებს თუკი ამ ამბავს, შუა გზიდან მოუყვები, ეს მისთვის ნაკლებად საინტერსო იქნება. ამიტომ გადავწყვიტე ამ გზის სათავეში მოვექცე და ყველაფერი იქედან დავიწყო, სადაც პირველად გავიგე თავისუფლების პროექტის შესახებ,ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაკავშირებულია ჩემს უნივერსიტეტთან, რომელიც ზოგისთვის საგნების კრედიტებთან ასოცირდება,ზოგისთვის მხოლოდ გამოცდებთან, არიან ისეთებიც უნივერსიტეტში სიარულით მოსაწყენ ცხოვრებას, რომ ამრავალფეროვნებს და ასე შემდეგ...ასოციაციები ბერვია, თუმცა რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი ასოციაციები ცოტა ირონიულია და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მწარე სიმართლეც არის. თუმცა ჩემთვის უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებული და ზემდგომი იყო, როცა იქ პირველ ნაბიჯებს ვდაგავდი, ერთმანეთში ბევრი გრძნობა ირეოდა შიში, დაბნეულობა, ადაპტირების პროცესი და კიდევ უამრავი ფაქტორი,მაგრამ ეს მგონი ყველა პირველ კურსელის სენია და ალბათ ბევრისთვის ნაცნობი იქნებოდა ეს განცდები. ძალიან შორს კი წავედი მაგრამ რა ვქნა, ლოგიკურად სწორედ პირველი კურსის შემდეგ, მეორე წლის გაზაფხულის სემესტრში აღმოვჩნდი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, თითქოს იქედან დაიწყო ყველაფრის ათვლა, ლიტერატურა ყოველთვის იყო ის, რასაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, მახსოვს როგორ ველოდებოდი გაზაფხულის სემესტრს, როცა გავიგე, რომ ინგლისური ლიტერატურის ისტორიის სწავლა უნდა დამწეყო, პირველივე სემინარიდან მივხვდი, რომ ეს საგანი ნამდვილად მომცემდა გაზრდის საშუალებას და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებს ხვა კუთხიდან დავინახავდი. მოლოდინი გამიმართლაო და რომელია, წარმოიდგინეთ გაზაფხულია, შექსპირს ვსწავლობთ, გვაქვს არჩვეულებრივი სემინარები, საინტერსო განხილვებით, შექსპირი კი უფრო ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში,როცა დაწიყო პროექტი „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ შეხვედრები რობერტ სტუარუსათან,გია ყანჩელთან, მასახიობებთან, გამოფენები, სპექტაკლის ვიდეო ჩვენებები, ამ ყველაფერმა ერთად ჩემთვის ის გაზაფხული დაუვიწყარი გახადა...
უილიამ თეკერეის ნაწარმოებს ვკითხულობდი და იქ ამოვიკითხე რომ „ქვეყნიერება სარკეა და ყველა კაცს საკუთარ სახეს დაანახებს. წარბშეკვრით შეხედე და სამაგიეროდ თვითინაც პირქუშად შემოგხედავს, შესცინე და გაიცინე მასთან ერთად და თვითონაც მხიარულ გულკეთილ ამხანაგად გაგიხდება, და დაე ყველა ახალგაზდამ თავისებურად აირჩიოს“ ეს სიტყვები ჩვენს ცხოვრებაშიც შეიძლება გადმოვიტანოთ, ჩემთვის ქვეყნიერება უნივერსიტეტია ადლილი საიდანაც უამრავ საინტერსოს ვიღებ, თუ ქვეყნიერების სარკე, ღიმილზე ღიმილით გვიპასუხებს, ჩვენი ლექტორი „ანთებულ ლამპოჩკებზე“ საოცარი შემეცნებითი პროექტებით გვაჯილდოებს, როგორიცაა „საუბრები თავისუფლებაზე“ ახალმა სასწავლო წელმა, ახალი თემები მოგვიტანა, განსაკუთრებით ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხე“ რომელშიც თავისუფლების თემას აქტიურად შევეხეთ, ყველა ჩვენებურ ახნას ვუძებნიდით ამ თავისუფლებას და თითეული მათგანი განსახავდებოდა ერთამანეთისგან,თუმცა ეს პასუხები რაღაცით მაინც ერთმანეთს გავდა...ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდია თავისუფლების ცნება და ბევრნაირი განხილვა შეიძლება ქონდეს მას სხვადასხვა დარებში, მაგრამ ჩვენ შევეხეთ ყველაზე საინტერსოს, თავისუფლებას ფსიქოლოგიურ ასპექტში და თავისუფლება ფილიოსოფიაში.
გაზაფხული ჩვენს ბუნებაში აქტიურად შემოიჭრა, მაგრამ ჩვენც არა ნაკლებ აქტიურად შევიჭერით რუსთაველის თეატრში, სადაც გაიმართა პირველი შეხვედრა,თავისუფლების პროექტის ფარგლებში, პროფესორ მარინე ჩიტაშვილთან, შეხვედრა ძალიან საინტერსო გამოვიდა,იმდენად საინტერსო, რომ გინდა უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და არ დასრულდეს საუბრები, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ფანჯარას გიღებს, დაისვა საინტერსო შეკითხვები,თავისუფლება და ძალაუფლება, შიში და თავისუფლება, შეხვედრის დამთავრების შემდეგ თავში უამრავი ფრაზა გიტრიალებს, ზოგიც ახალი ზოგიც ძველი და მერე ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება ისე როგორც უნდა ყოფილიყო.
ყველა ადამიანი რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის ცხოვრობს, ზოგმაც საერთოდ არ იცის რატომ ცხოვრობს და მთელ ცხოვრებას პასუხების ძიებაში ლევს, ბოლოს ხვდება რომ ამ კითხვებს არც ბოლო უჩანს და არც მისი მისი პასუხებია ერთფეროვანი და ზუსტი...მე ისევე როგორც უამრავი ჩემი თანატოლი ძიების და საკუთარი თავის შესწავლის პროცესში ვარ, მაგრამ მე სხვებისგან განსხვავებით უფრო მეტად გამიმართლა,როცა შექსპირის 208 აუდიტორიის კარი შევაღე,ეს არ იყო კარის შეღება ახალ საგანზე ახალ ლექტორთან,ეს იყო კარის შეღება ახალ მესთან...ლიტერატურა გეხმერება რომ სწორად ეძებო შენი გზა და ის გასწავლის გზებს შენი თავის საუკეთესოდ შესასწავლად, თავისუფლების პროექტმა მომიტანა სურვილი გავიგო უფრო მეტი, დამაფიქრა მონობაზე,უამრავი კითხვა რაც კი თავისუფლებაზე მქონდა პასუხ გაცემულია და რაც პასუხ გაუცემელი დამჩა ჩემ თავს მივანდობ სწორი პასუხების ძიებას...
ზაზა შათირიშვილა თავისუფლებაზე - „თავისუფალი არის ის ადამიანი რომელსაც აქვს მოცალეობა“ მან დაიწყო საბარი თავისუფლებაზე და იმდენად სწრაფად განავითარა, რომ ხშირად დაწევა მიჭირდა,ის ის იყო ერთ აზრს გავიგებდი, უცებ ახალი დაგეცემოდა თავზე, ასე გარძელდა ალბათ ერთ საათზე მეტი, შეხვედრა რა თქმა უნდა ძალიან საინტერსო გამოვიდა, ამ ადამიანის მონოლოგმა ყველა ერთად შეგვკრა და ერთ ორგანიზამად გვაქცია, პირველ და მეორე შეხვედრაზე აქტიურად იყო განხილული თავისუფლების თემა სხვადსხვა ასპექტში, ეს შეხვედრები ჩემთვის იყო პირველ რიგში შემეცნებითი,საინტერსო და დასამახსოვრებელი, მისი სტუმრები კი ის ადამიანები რომლებმაც მაპვნინეს პასუხები კითხვებზე, რომელებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს გონებაში დაწრიალებდნენ...
ისევ ზემოთ ნახსენებ თემას მინდა დავუბრუნდე უნივერსიტეტზე და ასოციაციებზე, რა თქმა უნდა პირველი ასოციაცია არის სწავლა, სწავლაზე კი ამბობენ სწავლა სინათლეაო, ჩვენთან მართლა სინათლეა,მოშვებული „ლამპოჩკები“ ანთებულია და კიდევ ვაპირებთ განათებას... ბოლოს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ლექტორს დავით მაზიაშვილს, რომელმაც შექმნა „შექსპირის ოთხი დღე“, „თავისუფლების პროექტი“ და კიდევ ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის,გვასწავლის ლიტერატურის სიყვარულს, ვსვავთ შეკითხვებს და ვეძებთ პასუხებს,ჩემს მსგავსად კიდევ უამრავი სტუდენტია ,რომელიც სავსეა მადლიერების გრძნობით,ეს ყველაფერი ხომ ჩვენთვის კეთდება...
Comments